პრეზიდენტმა თეა სირაძე შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 4 შვილის დედა თეა სირაძე შეიწყალა.

თეა სირაძემ სასჯელაღსრულების ქალთა დაწესებულება უკვე დატოვა. 37 წლის თეა სირაძეს ბრალად ადამიანის გატაცება, ფულის გამოძალვა და ხულიგნობა ედება, თუმცა იგი ამ ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ის 5 ინდოელი მამაკაცისგან თავს იცავდა, რის გამოც მათ ფიზიკურად გაუსწორდა.

4 შვილის დედას სასამართლომ 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის სასჯელს 2010 წლიდან იხდიდა

მსგავსი პოსტები

Back to top button