ფოთში 3 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

ფოთში, თამარ მეფის ქუჩაზე, 3 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა. წინასწარი ინფორმაციით მცირეწლოვანმა ბავშვმა მწერებისგან დამცავი ბადე გააღო, რომელიც ღია ფანჯარაზე იყო დამაგრებული.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ბიჭს თავის ქალის დაზიანება აქვს მიღებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button