“ბაგა-ბაღის დირექტორსა და რამდენიმე აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდება”

თბილისის მერია დღეს ზემო ფონიჭალაში, 206-ე საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტს ეხმაურება.
მერიის მიერ გავრცელებული განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის მერია გმობს მომხდარს და მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი.
ამასთანავე, თბილისის მერი ავალებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს უფლებამოსილება ბაგა-ბაღის დირექტორსა და იმ აღმზრდელებს, რომლებიც ამ კონკრეტული შემთხვევისას უშუალოდ ახორციელებდნენ ზედამხედველობას სასწავლო პროცესზე.
თბილისის მერია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ არაეთიკური განცხადებებისგან. მერიაში აცხადებენ, რომ მაქსიმალურად ითანამშრომლებენ გამოძიებასთან.