მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში Pfizer-ის ვაქცინით აცრა დღეიდან იწყება

დღეიდან საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია იწყება. მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში განხორციელდება.ამერიკულ-გერმანული Pfizer/BioNtech-ის ვაქცინის ეფექტიანობა 95%-ია. Pfize-ის ვაქცინით ასაცრელად 10 ათასამდე მოქალაქე დარეგისტრირდა.

შეგახსენებთ,სამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც. რეგისტრაციის დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ ფაიზერისა და ასტრაზენეკას ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ასტრაზენეკას ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო, 25 მარტს კი საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფაიზერის ვაქცინის 30 000-მდე დოზა მიიღო, რომლითაც აცრები დღეიდან დაიწყება.

15 მარტის შემდეგ საქართველოში ვაქცინა დაახლოებით 5 ათასმა ადამიანმა გაიკეთა

მსგავსი პოსტები

Back to top button