გერმანიაში ქართველი სტუდენტი გარდაცვლილი იპოვეს

გერმანიაში ქართველი სტუდენტი გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ვერსია ამ დრომდე არ ვრცელდება.

ფრანკფურტში საქართველოს საკონსულო უკვე ჩართულია სტუდენტის გადმოსვენების პროცესში.

ქართველი ახალგაზრდა გერმანიაში საგანმანათლებლო მიზნებით იმყოფებოდა, გამგზავრებამდე ის ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლობდა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებისთვის მოხდარის სხვა დეტალები უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button