ვენეციის კომისიამ საბოლოო დასკვნა დაამტკიცა [Audio]

ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა დამტკიცდა.

დღეს მიღებულ დოკუმენტში ძირითადად, უცვლელია ის შეფასებები, რაც ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში იყო მოცემული.

ჯანი ბუკიკიო საკონსტიტუციო ცვლილებებს წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს, თუმცა კონსესუსის მიუღწევლობაზეც საუბრობს.

“საკონსტიტუციო ცვლილებები წინ გადადგმული ნაბიჯია, ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ განვითარებას, თუმცა პოლიტიკურ ძალებს შორის ფართო კონსენსუსი რომ მომხდარიყო, გაცილებით უკეთესი იქნებოდა”, – განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მმართველი გუნდის მხრიდან განსხვავებული შეფასებები კეთდება.

პარლამენტის თავმჯდომარე საბოლოო დასკვნის პოზიტიურ მიმართულებაზე საუბრობს. ანა დოლიძე კი აქცენტს კონსენსუსის არ არსებობით გამოწვეულ ხარვეზებზე აკეთებს.

მოუსმიენთ ირაკლი კობახიძის და ანა დოლიძის ხმას ►

აუდიო დამკვრელი

მსგავსი პოსტები

Back to top button