გადაცმული ტრამპის ვიდეო სოცქსელების ჰიტად იქცა [Video]

სოცქსელებში ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის მაგალითზე გვაჩვენეს, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე მამაკაცის ჩაცმულობა. ვირუსული ვიდეოს ავტორი მამაკაცთა ჟურნალი GQ-ა. რგოლმა YouTube-არხზე 4 დღის განმავლობაში 1,2 მილიონი ნახვა დააგროვა.
მოდურმა გამოცემამ ტრამპს რამდენიმე რჩევა მისცა შარვალთან, ჰალსტუხთან, ვარცხნილობასთან, სახის ფერთან დაკავშირებით და იმიჯის შეცვლის შედეგად მიღებული შედეგი წარმოგვიდგინა.