სპორტი
სერენა უილიამსი ნახევარფინალში ნაომი ოსაკასთან დამარცხდა
ავსტარლიის ღია პირველობაზე ქალთა შორის პირველი ფინალისტი გამოვლინდა. იაპონელმა ნაომი ოსაკამ ამერიკელი სერენა უილიამსი 2 სეტში 6:3; 6:4 დაამარცხა.
შეხვედრა საათი და 16 წუთი გაგრძელდა.
მსოფლიო რეიტინგით მესამე ჩოგანისთვის დიდი სლემის ტურნირების ფინალში გასვლა რიგით მეოთხეა. მას წინა 3 ფინალი 2008-2009 წლებში, აშშ-ს ღია პირველობაზე და ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე აქვს მოგებული.
სერენა უილიამსმა ოსაკასთან წაგებით ავსტრალიის ღიაზე ბრწყინვალე გამოსვლა შეწყვიტა. ამ ტურნირზე მას 8-დან 8 ნახევარფინალი ქონდა მოგებული.