სპორტი

ტიერი ანრი ინგლისის ჩემპიონშიფში

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი ამერიკიდან ინგლისში ბრუნდება.

ჩემპიონშიფის ერთერთმა კლუბმა, „ბორნმუთმა“ 2 კვირის წინ მთავარი მწვრთნელი ჯეისონ ტინდელი თანამდებობიდან დაითხოვა და ახალი თავკაცის ძებნა დაიწყო.

განიხილებოდა რამდენიმე კანდიდატი: პატრიკ ვიეირა, ჯონ ტერი და დევიდ ვაგნერი, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობამ არჩევანი ანრიზე შეაჩერა.

43 წლის სპეციალისტი ამ დრომდე ამერიკულ „მონრეალს“ ავარჯიშებდა. მანამდე კი „მონაკოს“ თავკაცობდა და ბელგიის ნაკრებში ასისტენტის პოსტს იკავებდა.

„ბორნმუთი“ 29 ტურის შემდეგ ინგლისის ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button