“სამართალდამცავებმა ლაგოდეხის მეორობის კანდიდატზე ფიზიკურად იძალადეს” – ევა ლომთაძე

ლაგოდეხში მერობის კანდიდატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” თორნიკე მაჭარაშვილი სხვა დაკავებულებთან ერთად სასამართლომ მომდევნო სხდომამდე გაათავისუფლა – ამის შესახებ რადიო “ჰერეთის” პირდაპირ ეთერში ამავე პარტიიდან ევა ლომთაძემ განაცხადა. ის ამბობს, რომ დაკავების დროს, სამართალმადაცავებმა თორნიკე მაჭარაშვილზე ფიზიკურად იძალადეს. ევა ლომთაძე, მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

“ნაციონალური მოძრაობა” თბილისის საკრებულოს შენობასთან 10 ოქტომბერს აქციას მართავდა, სადაც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. დეპუტატები თვითმმართველ ორგანოში შესვლას ცდილობდნენ, რის უფლებასაც სამართალდამცავები არ აძლევდნენ. ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის ერთ ლარად მიწების გადაცემას აპროტესტებდა.

აქციის დროს სულ 14 პირი დააკავეს და ახლა ყველა მათგანი თავისუფალია.

ევა ლომთაძე_ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button