დატბორილი ქუთაისი და ოზურგეთი [ვიდეო]

ძლიერმა წვიმამ ქუთაისში ქუჩები დატბორა.
ფეხით მოსიარულეებისათვის ქალაქში გადაადგილება შეუძლებელია. დატბორილია ქალაქის ცენტრალური ქუჩები. გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა გურიაშიც.
დაიტბორა ოზურგეთის ნაწილი, სადაც საჭირო გახდა ცენტრალური ქუჩების გადაკეტვა. მოძრაობა ქალაქში რამდენიმე საათის განვმალობაში იყო გართულებული. ახლომდებარე სოფლებში კი წყალი 20-მდე სახლში შევარდა.
დატბორილი ქუთაისი. ვიდეო რადიო ძველმა ქალაქმა გაავრცელა ►