“ზუგდიდში ბიზნესმენი დაჭრეს”

ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღით ბიზნესმენი დაჭრეს.

ჩვენი პარტნიორი რადიოსადგურის “ათინათის” ცნობით, შემთხვევა დაშავებულის სახლში მოხდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

თავდასხმასთან დაკავშირებით ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. შსს არ აკონკრეტებს, მოხდა თუ არა თავდამსხმელის იდენტიფიკაცია და დანაშაულის მოტივის დადგენა.

ცნობილია, რომ თავდასხმის დროს სახლში არასრულწლოვანი ბავშვები და დაჭრილის მამა იმყოფებოდნენ.

გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button