მექსიკაში საფეხბურთო მატჩის დროს ორი ადამიანი მოკლეს
მექსიკის შტატ გერეროში სამოყვარულო საფეხბურთო მატჩის დროს ორი ადამიანი მოკლეს. ინტერნეტ პორტალ MVS Noticias-ის ცნობით, შეირაღებულმა პირებმა მოედანზე მყოფი ფეხბურთელების მისამართით მატჩის მსვლელობის დროს ისროლეს.
ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შტატი გერერო მექსიკაში ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ ადგილად მიიჩნევა.
ამ შტატში ნარკოდილერებს შორის ხშირად ხდება შეტაკებები. ამ ადგილიდან მიედინება უკონტროლო ნარკოტიკი აშშ-ში.