“ევროკავშირში უვიზოდ ყოფნის ვადა საქართველოს 10 ათასამდე მოქალაქემ დაარღვია”

ბოლო 7 თვის განმავლობაში, ევროკავშირში უვიზო მოგზაურობით საქართველოს 161 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა, მათგან თითქმის 10 ათასამდე მოქალაქემ უვიზოდ ყოფნის 90-დღიანი ვადა დაარღვია. ეს მონაცემები ვროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრის აპარატს ეკუთვნის.
საქართველოს ოფიციალური უწყებებისთვის უცნობია, 10 ათასამდე მოქალაქიდან რამდენი დარჩა შენგენის ზონაში და რამდენი გადავიდა მესამე ქვეყანაში უვიზო რეჟიმის წესების დაცვით.
მონაცემები მოიცავს უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან – 2017 წლის 28 მარტიდან 2017 წლის 20 ოქტომბრამდე პერიოდს.