ლელა ქიტესაშვილი თიანეთში მეორე ტურის ჩანიშვნას ითხოვს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი, თიანეთში მეორე ტურის ჩანიშვნას ითხოვს. თამაზ მეჭიაურის კონკურენტი ცესკო-ს დღეს მიმართავს.

დამარცხებული კანდიდატი საოლქოს იმ ოქმის ბათილობას ითხოვს, რომლითაც კომისიამ 1 ნოემბერს მეჭიაური არჩეულ მერად გამოაცხადა.

ქიტესაშვილის განმარტებით, რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმათა ნახევარზე მეტი არცერთ კანდიდატს არ მიუღია, შესაბამისად თიანეთის მოსახლეობამ კენჭისყრაში მონაწილეობა კიდევ ერთხელ უნდა მიიღოს.

„ბარიერი ამ ელემენტარული დათვლით, არის 3080 ხმა, რომელიც არც ერთ ჩვენგანს არ მიგვიღია და მე მიმაჩნია, რომ არც ერთს ბარიერი არ გვაქვს გადალახული,“-აცხადებს ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი.

თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი გამოსცა. ოქმის მიხედვით, ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოცხადდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button