“ბიზნესმედია საქართველო” რადიოეთერში დაბრუნდება

რადიოებზე თბილისი FM93.5 და ჰერეთი FM102.8 ბიზნესმედია საქართველოს პოპულარული პროდუქტების “საქმის კურსის” და “ანალიტიკის” მაუწყებლობა განახლდება. 

“საქმის კურსი” სტარტს 6 ნოემბრიდან აიღებს. ბიზნესგადაცემის მოსმენა მსმენელს 15:00 საათიანი ახალი ამბების დასრულებისთანავე ორშაბათიდან-ხუთშაბათის ჩათვლით შეეძლება. პარასკევობით კი ამავე გუნდის კიდევ ერთ პროექტს – “ანალიტიკას” მოუსმენს.

Business Media Georgia წარმოადგენს მულტიმედიურ რესურსს, რომელიც თავს უყრის ახალ ამბებს ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ როგორც სატელევიზიო გადაცემებში, ისე და ონლაინგამოცემაში. Business Media Georgia-ს სატელევიზიო პროდუქტებია გადაცემები: “საქმის კურსი”, “ანალიტიკა“, “საქმიანი დილა“, “ქალების ნარატივი“. BMG-ის გადაცემების ნახვა ყოველდღიურ რეჟიმში შესაძლებელია TV Pirveli-ის პირდაპირ ეთერში.

პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის რადიოსადგურებსა და “ბიზნესმედია საქართველოს” შორის გასული წლის ოქტომბერში გაფორმდა.

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button