თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე დაამტკიცეს

გიორგი ტყემალაძე თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ დაამტკიცეს.

კანდიდატურა დეპუტატებს საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, მარიკა დარჩიამ წარუდგინა.

გიორგი ტყემალაძეს მხარი 40-მა დეპუტატმა დაუჭირა, 1-მა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ახვლედიანის კანდიდატურას.

თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულომ მუშაობა დღს დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button