მთავრობის ახალმა წევრებმა უფლებამოსილების შესრულება დაიწყეს

მუშაობას შეუდგნენ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები. ამასთან პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, უფლებამოსილება შეუწყდათ შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეებს.
13 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის მინისტრად დანიშნა დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძე, შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი გახარია და განათლების და მეცნიერების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი.