1$ – 2.68 – ექსპერტები ფასების ზრდას პროგნოზირებენ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.65 38 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0292 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1437 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0904 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0533 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ექსპერტები, ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ.

ანალიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ვალუტის ვარდნის პროცესი გაგრძელდება, რაც ფასების კიდევ უფრო მატებას გამოიწვევს. ეკონომისტი ლაშა გოცირიძე ტარიფების ზრდასაც პროგნოზირებს.

სპეციალისტები მოუწოდებენ ეროვნულ ბანკს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს სასწრაფოდ გააკეთონ განცხადებები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით და გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.

მსგავსი პოსტები

Back to top button