მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომი გრძელდება უკრაინაში – რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 809-ე დღეს 155 საბრძოლო შეტაკება მოხდა

ომი გრძელდება უკრაინაში – რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 809-ე დღეს 155 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტებმა 13 სარაკეტო და 118 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

უკრაინული მედიის ცნობით, გასულ დღეს რუსმა სამხედროებმა სუმის ოლქზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, დაიღუპა ერთი ადამიანი. თავდასხმების შედეგად, დაშავდნენ მოქალაქეები.
სუმის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის თქმით, ოკუპანტები სუმს 21-ჯერ დაესხნენ თავს და 8 ნაღმი ჩამოაგდეს.

“დაფიქსირდა 93 აფეთქება. დაბომბეს შემდეგი თემები – სუმი, ხოტინი, იუნაკივი, მიროპილი, ბილოპოლი, კრასნოპილი, ველიკოფისარივი, ესმანი, შალიგინი, სერედინო-ბუდი. მტერმა სარაკეტო შეტევა განახორციელა რეგიონული ცენტრის გარეუბნების ინფრასტრუქტურაზე. მტრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 1987 წელს დაბადებული ქალი, რომელმაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი მრავლობითი დაზიანებები მიიღო,” – ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ხერსონის ოლქზეც. შეტაკებები 5 სოფელში მიმდინარეობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეშფოთება გამოხატა რუსეთთან ომში ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების გამო. მან „განსაკუთრებით დაძაბული“ უწოდა მდგომარეობას დონეცკის ოლქში. მძიმე ვითარებაა ხარკოვის ოლქშიც, სადაც ასობით ადამიანი იძულებული გახდა, სახლები მიეტოვებინა რუსეთის ჯარების იერიშების გამო.

„დღეს ყურადღება ძირითადად მიმართულია ფრონტის ხაზზე, ვითარებაზე ჩვენს რეგიონებში, სადაც ყველაზე მაღალია რუსეთის საიერიშო მოქმედებების საფრთხე,“ თქვა ზელენსკიმ 11 მაისს თავის ვიდეომიმართვაში.

ზელენსკის თქმით, „თავდაცვითი ოპერაციები“ მიმდინარეობს ხარკოვის ოლქში. მან დაასახელა რუსეთის საზღვართან მდებარე რამდენიმე სოფელი და თქვა, რომ უკრაინის ჯარები „მამაცურად იცავენ თავიანთ პოზიციებს“.

„დონეცკის რეგიონში ვითარება ასევე განსაკუთრებით დაძაბული რჩება, კერძოდ, პოკროვსკის მიმართულებაზე“, სადაც „უკიდურესად რთულადაა საქმე“.11 მაისს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული იყო დაეტოვებინა სახლები ხარკოვის ოლქში, სადაც გრძელდებოდა რუსეთის საარტილერიო იერიში. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო განგაში გამოაცხადეს ქვეყნის ტერიტორიის უდიდეს ნაწილში.

ხარკოვის გუბერნატორმა ოლეჰ სინეჰუბოვმა განაცხადა, რომ, სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა ოლქში საარტილერიო და სხვა სახის იარაღით იერიშის შედეგად.

დონეცკის სეპარატისტულ რეგიონში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 11 მაისს განაცხადეს, რომ სამი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა ქალაქ დონეცკზე სარაკეტო იერიშის შედეგად. დონეცკს 2014 წლის მერე აკონტროლებენ მოსკოვის მომხრე სეპარატისტები.

მსგავსი პოსტები

Back to top button