მნიშვნელოვანისაქართველო

“საია”-ს თავმჯდომარედ სულხან სალაძე აირჩიეს

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ანა ნაცვლიშვილი “საია”-ს პროექტების კოორდინატორმა, სულხან სალაძემ ჩაანაცვლა. სალაძე საქმიანობას დღეიდან შეუდგება და არასამთავრობო ორგანიზაციას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

შეინარჩუნებს თუ არა ახალი თავმჯდომარე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბორდის წევრის სტატუსსა და როგორი იქნება მისი პირველი ნაბიჯები, ამის შესახებ საუბარს სულხან სალაძე მედიასთან შეხვედრის დროს აპირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button