Hereti FM

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა

75

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ხეცურიანის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი “ის უსამართლობაა, რასაც კალათბურთის ფედერაცია არჩევნებთან დაკავშირებით ახორციელებს.

“დღემდე არ ვიცით დელეგატების რაოდენობა, ვერ დავამარცხეთ პირადი ინტერესების გათვალისწინება და უსამართლობა და აქედან გამომდინარე, ვხსნი კანდიდატურას”, – განაცხადა ხეცურიანმა.

არჩევნები დღეს გაიმართება. ხეცურიანის ამ გადაწყვეტილების შემდეგ პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი პაატა გურასპაული იქნება.

რადიო ჰერეთი