მნიშვნელოვანირეგიონი
სოფელ ვეჯინში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია – ეს არის გამოძიების წინასწარი ინფორმაცია.
არსებული ცნობებით, აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ორივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა და ისინი კლინიკიდან უკვე გაწერეს.
შსს-ში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 187 -ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.