მნიშვნელოვანისაქართველო

“პაატა ბურჭულაძე პროკურატურაში არ გამოცხადდება”

პაატა ბურჭულაძე ხვალ, 13 დეკემბერს პროკურატურაში არ გამოცხადდება.

ფონდ “იავნანადან” თანხების გაფლანგვის ბრალდებასთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანი გამოკითხვას მეტი გამჭვირვალობისთვის მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს.

მისი ადვოკატის სოსო ბარათაშვილის განმარტებით, ბურჭულაძე გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა დატვირთული გრაფიკის გამო, საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს.

“ბატონი პაატა მზად არის მისცეს ჩვენება, ოღონდ ამ ჩვენებას მისცემს სასამართლოში. ინფორმირებულია პროკურატურა ამის შესახებ, მაგრამ კონკრეტულად რომელ დღეს მისცემს სასამართლოში ჩვენებას, ეს უკვე არის შეთანხმების საგანი და რამდენიმე დღეში ეს შეთანხმებაც მოხდება. რასაკვირველია, არის თანამშრომლობა საგამოძიებო ორგანოსთან, ოღონდ ეს არის სასამართლოს გზით,” – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button