მნიშვნელოვანისაქართველო

მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პეჩორის რაიონული სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

სააკაშვილის თქმით, ეს დიდი გამარჯვებაა. როგორც მან აღნიშნა, გათავისუფლების მიზეზი ისაა, რომ მათ შეეშინდათ.

პროკურატურა ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურით ორთვიან შინაპატიმრობას ითხოვდა.

უკრაინელმა სამართალდამცავებმა სააკაშვილი 8 დეკემბერს, კიევში დააკავეს და უშიშროების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით, რაც გულისხმობს დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეთა დახმარებას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას.

უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს აფინანსებდა რუსეთში გაქცეული ექს-პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის და მასთან დაახლოებული ბიზნესმენის, სერგეი კურჩენკოს ჯგუფი და ამ აქციების მიზანი იყო უკრაინაში ხელისუფლების მიტაცება და პრორუსული ძალების რევანში.

მიხეილ სააკაშვილი ბრალდებას უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button