მნიშვნელოვანირეგიონი
“რუსთავში მამაკაცი დაჭრეს”
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2017/12/policiaaa-cr-739x428.jpg)
“რუსთავში, მარის არხის დასახლებაში, მეზობლებს შორის კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც გამოძიების წინასწარი ინფორმაიით, მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს”, ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ.
უწყებაში განაცხადეს, რომ ერთ-ერთ ოჯახში შელაპარაკება ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცებს შორის მოხდა. ერთ-ერთმა მამაკაცმა მეზობელს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
დაშავებული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაივანეს.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
დაკავებულია ერთი პირი.