მნიშვნელოვანისაქართველო

საქართველოში პაციენტს მუცლიდან 25 წლის წინ ოპერაციისას დატოვებული პინცეტი ამოუღეს

საქართველოში პაციენტის მუცელში 25 წლის წინ ოპერაციისას დარჩენილი პინცეტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნათია კობერიძე ავრცელებს.

მომხდარს ადასტურებს ონკოქირურგი ირაკლი თოდუა.

“პაციენტს გაუკეთდა 25 წლის წინ ოპერაცია, ნაღვლის ბუშტი ამოიჭრა და იყო დატოვებული პინცეტი. არაფერი აწუხებდა პაციენტს, თუმცა ახლა სხვა პათოლოგიის გამო დასჭირდა ოპერაცია”, – განაცხადა ირაკლი თოდუამ.

პაციენტს პინცენტი მუცლის ღრუდან ოპერაციის შედეგად ამოიღეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button