Hereti FM

მოსკოვში მამაკაცმა მძევლები აიყვანა

288

თავდასხმა მოსკოვში. შეიარაღებულმა მამაკაცმა საკონდიტრო ფაბრიკა “მენშევიკის” შენობაში ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა.

თავდასხმას, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.

პოლიციამ შენობის ბლოკირება მოახდინა. სამართალდამცველები თავდამსხმელის დაკავებას ცდილობენ. წინასწარი ინფორმაციით, სროლა ფაბრიკის მფლობელებს შორის კონფლიქტს მოჰყვა. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.

რადიო ჰერეთი