Hereti FM

6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა სასამართლომ აფგან მუხთარლის

430

აზერბაიჯანის, ბელაქნის სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ინფრომაციას გამოცემა “ჰაქინ -აზი” ავრცელებს. თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტისთვის აზერბაიჯანის პროკურატურა 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

მუხთარლიმ ბრალდებას აბსურდული უწოდა და თქვა, რომ ის თბილისიდან სპეცსამსახურებმა გაიტაცეს.

მუხტარლის აზერბაიჯანის მთავრობა მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნიდა, რის გამოც იგი ბოლო 3 წლის მანძილზე თბილისში ცხოვრობდა. საქართველოში ცხოვრების დროსაც მუხტარლი ჟურნალისტურ საქმიანობას აგრძელებდა.

როგორც თავად ამბობს, იგი ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისიდან 2017 წლის 29 მაისის გაიტაცეს და აზერბაიჯანულ მხარეს საზღვარზე გადასცეს.

სასამართლომ არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც მუხტარლის უდანაშაულობას დაადასტურებდა.

რადიო ჰერეთი