კონჩიტა “ევროპის დედოფალი”?!

კონჩიტა ვიურსტმა დღეს, ვენაში, ევროვიზიის შოუს ფარგლებში პრესკონფერენცია გამართა.

მან ისაუბრა საკუთარი ახალი პროექტების შესახებ. კონჩიტამ ახალი წიგნი გამოსცა, სადაც საუბრობს როგორ მასპინძლობს ევროვიზია სიმღერის კონკურსს.

ევროვიზიის წამყვანმა ქეით ბელოვიჩმა კონჩიტას მიმართა:  “ახლა თქვენ ევროპის დედოფალს გეძახიან, რას ფიქრობთ ამის შესახებ?

“წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა  ნამდვილად ვაფასებ მას, არ ვარ მიჩვეული გამარჯვებებს და მიხარია, რომ  ცნობილი ვარ ავსტრიის გარეთაც. ალბათ განსხვავებული ვარ, უბრალოდ – კონჩიტა” – განაცხადა მომღერალმა.

კონჩიტას მიერ გამოცემული წიგნი უკვე გამოქვეყნებულია 6 ენაზე.

“მე ახალგაზრდა ვარ და ჯერ ძალიან ცოტა მოგონებები მაქვს, ამიტომაც წიგნში ბევრი ფოტოა” – განაცხადა კონჩიტამ, რომელსაც დღეს თავის სოლო ალბომის წარდგენაც მოუწია.

სიურპრიზი მას პრესკონფერენციაზე მოუწყეს, სადაც მუსიკალური ალბომი გადასცეს. კონჩიტას ალბომის ჩაწერა კომპანია Sony Music-ში განხორციელდა.

“ეს ალბომი არის  თქვენი რთული შრომის სიმბოლო, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში გასწიეთ.” – განაცხადეს Sony Music – ის წარმომადგენლება.

 

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”7101″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1432216982442″]

მსგავსი პოსტები

Back to top button