ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი პლეი ოფში
ჰოლანდიის ჩემპიონატში ევროპა ლიგაზე გასასვლელი პლეიოფების დრო დადგა. “ვიტესმა“ნახევარფინალის პირველ მატჩში გასვლაზე 2:1 აჯობა “ზვოლეს“. – იუწყება გაზეთი ლელო.
სტუმართაგან 74-ე წუთზე გამარჯვების გოლი ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. მანამდე, 68-ეწუთზე, მან საგოლე პასი უბოძა ვეინოვიჩს. ყაზაიშვილმა მინდორზე 90 წუთი გაატარა, ისევე,როგორც “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ.
ფინურ ვეიკაუსლიგაში (უმაღლესი დივიზიონი) “კოოტეპე” შინ დაუპირისპირდა ჰიფკ–ს და 1:2დამარცხდა. წაგებულთა შორის 46-ე წუთიდან ითამაშა გიორგი ოსიტაშვილმა.