პალმირაში 17 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

21 მაისს, რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა, ქალაქ პალმირაში 17 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, მათგან ოთხს, თავები მოჰკვეთეს.  – წერს ოფიციალურ საიტზე Daily Star-ის ლიბანური გამოცემა.

ბოევიკებმა მძევლები სირიის სახელმწიფოს დახმარებაში დაადანაშაულეს და სასტიკად გაუსწორდნენ. დასჯილთა შორის მშვიდობიანი მოსახლეობა და დამასკოს მომხრეები იყვნენ.

შეგახსენებთ: გუშინ, სირიის არმიამ ქალაქის ყველა რაიონი დატოვა, რადიკალური დაჯგუფებისბოევიკებმა უძველესი ქალაქი პალმირა დაიკავეს.

პალმირა – უძველესი არამეული ქალაქი თანამედროვე სირიის ცენტრალურ ნაწილში. პალმირაუძველესი დროიდანვე უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებდა. ქალაქიდან 215 კილომეტრშიმდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი დამასკო, ხოლო 180 კილომეტრში – მდინარე ევფრატზეარსებული ქალაქი დეირ-ეზ-ზორი.

ეს ადგილი უკვე საუკუნეებია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მთელ სირიის უდაბნოში.პალმირა განიცდიდა ბერძნულ-რომაული და სპარსული ცივილიზაციის გავლენას. რაც აქარსებულ ნასახლარებზე და ტაძრებზე მკვეთრად აისახება.

მსგავსი პოსტები

Back to top button