აფხაზეთში სახელმწიფო მოხელეების ნარკოლოგიური შემოწმება დაიწყო
ხუთშაბათს, აფხაზეთის მთავრობამ, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებაზე სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომელთა აუცილებელი შემოწმების შესახებ,რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა.
დადგენილების თანახმად, წელიწადში ერთხელ, საჯარო მოხელეებმა შემოწმება უნდა გაიარონ ნარკოლოგიურ დისპანსერში. აგრეთვე იმ პირებმა, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის დაწყებას აპირებენ.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრმა არტურ მიქვაბიამ აღნიშნა, რომ ეს არის იძულებითი ღონისძიება.
„სამწუხაროდ, ტენდენცია დღითიდღე იზრდება და რესპუბლიკაში მომრავლდა ნარკომომხმარებელთა რიცხვი. ვერ დავუშვებთ, რომ საჯარო მოხელეებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები მოიხმარონ.“ – დასძინა მიქვაბიამ.