მნიშვნელოვანისაქართველო

დეკანოზი გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო. ასევე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში.

მკვლელობის მომზადებისთვის დეკანოზს 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ, ხოლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავებოდა. სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა თავად მსჯავრდებული.

სასულიერო პირისთვის გამოტანილ განაჩენს მისი ადვოკატები აპროტესტებენ. უფლებადამცველების განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის დაკვეთა შეასრულა. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბოლო ინსტანციის გავლის შემდეგ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში შევა.

მსგავსი პოსტები

Back to top button