fbpx
Hereti FM

,,აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში, ყველა ღონისძიება დაგვიანდა“

346
Share Button

ევროპული საქართველოს წევრის, ლელა ქებურიას განცხადებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას, სახელმწიფომ რეაგირება დააგვიანა. როგორც პარლამენტარმა თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა, ფაროსანას შესახებ ინფორმაცია, სახელმწიფოს 2015 წლიდან ჰქონდა, თუმცა ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ის მოხერხდა, რომ 2018 წელს ჩასატარებელი ღონისძიებები დაეგეგმათ, ფაროსანასთან დაკავშრებული რისკები კი, სათანადოდ ვერ შეფასდა.

ლელა ქებურიას თქმით, ყველა ხელშეკრულება, რომელიც სხვადასხვა პრეპარატის შესაძენად გაფორმდა, იყო გაუმჭვირვალე, ხოლო რიგ შემთხვევებში, პრეპარატები ტენდერის გარეშე, მაშინ შეიძინეს, როცა ამის გადაუდებელი საჭიროება არ არსებობდა.

მოისმინეთ ლელა ქებურიას ხმა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი