Hereti FM

ხანძარი სავაჭრო ცენტრ “თერგში”

56

თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ 27 თებერვალს, დაახლოებით 00.30 წუთზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით სამი ათასი კვადრატული მეტრი ფართობი. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 3000 კვ.მეტრი ფართობი. ამ დრომდე უცნობია ზარალის ოდენობა და ხანძრის გაჩენის მიზეზი.

მოვაჭრეებს ეჭვი აქვთ, რომ ხანძარი ბაზრობის ტერიტორიაზე განზრახ გაჩნდა, თუმცა მაღაზიების მეპატრონეებს უჭირთ კონკრეტული პირების ინტერესებზე საუბარი.

მოვაჭრეები ასევე ამბობენ, რომ პროდუქტი დაზღვეული არ აქვთ და მათ ათასობით ლარის ზარალი მიადგათ.

ბოლო ინფორმაციით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თევდორე მღვდლის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრ “თერგში” გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

რადიო ჰერეთი