მნიშვნელოვანირეგიონი

“უთანასწორო მდგომარეობების გამო ბევრი ადამიანი ტოვებს სოფელს”

“მნიშვნელოვანი გამოწვევაა რეგიონებს შორის უთანასწორობის პრობლემის აღმოფხვრა” – ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში გააკეთა.

დღეს მთავრობის წევრებმა პარლამენტში თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის ახალი კონცეფცია წარადგინეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეგიონებში არსებული უთანასწორო მდგომარეობების გამო ბევრი ადამიანი ტოვებს სოფელს და მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ პრობლემის მოგვარება.

კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტია რეგიონებში ცხოვრების დონის უთანასწორობის აღმოფხვრა.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ამის აღმოსაფხვრელად ბრძოლა 2014 წელს, თვითმმართველობის კოდექსის მიღებით დაიწყო. დღეს კი პარლამენტში პრემიერ მინისტრმა საშუალოვადიანი გეგმა წარადგინა, რაც თვითმმართველობის განვითარებას უზრუნველყოფს. პრემიერის განცხადებით, დეცენტრალიზაციის გეგმა სამ დონეს მოიცავს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ რეფორმის განხორციელებისთვის სამოქალაქო სექტორის ჩართულობა აუცილებელია. კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნულ რეფორმაში პარლამენტს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია.

პარლამენტის თავმჯდომარე თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის ახალ კონცეფციაზე და მის მნიშვნელობაზე საუბრობს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავარი მიზანია გატარდეს რეფორმები, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს ევროპული ტიპის სახელმწიფოდ და გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ, რომ საქართველოში თვითმმართველობის სისტემა განვითარდეს. კობახიძის განცხადებით, დეცენტრალიზაცია არის ეფექტური დემოკრატიული მმართველობის ქვაკუთხედი.

მისივე თქმით, სწორი ტერიტორიული მართვის სიტემის ფორმირებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაძლიერებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button