კახეთში სულ უფრო მეტ სოფელში ჩივიან, რომ საძოვრების გარეშე დარჩნენ
კახეთში სულ უფრო მეტ სოფელში ჩივიან, რომ საძოვრების გარეშე დარჩნენ. პერიოდულად ხალხი ქუჩაში გამოდის და აქციებს მართავს. ერთ-ერთ ბოლო აქცია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში გაიმართა. ეს კი მას შემდეგ მოხდა რაც გაიგეს, რომ 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გასხვისა.
რუისპირელების თქმით, ტერიტორიას საძოვრებად და დასასვენებელ ადგილად იყენებენ. შალვა ბოტკოველი რუისპირში გამართული აქციის მონაწილე იყო. ამბობს, რომ თუკი მიწის გაყიდვა იგეგმებოდა, პირველ რიგში მათთვის უნდა გამხდარიყო ცნობილი, რათა სოფელს მიწა ეყიდა.
სოფელ რუისპირში გაყიდული 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელი ახლა კომპანია “ლაგვინია” ამ კომპანიის დირექტორი, გიორგი ხუჯაძე ამბობს, რომ
მიწა კანონის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროსგან იყიდა და მალე ამ ადგილზე სასტუმროს მშენებლობას დაიწყებენ.
ბოლო დროს, 280 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გაყიდვა გააპროტესტეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოშიც. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ტერიტორია ერთადერთი საძოვარი იყო და ახლა იძლებული არიან საქონელი გაყიდონ, რადგან ალტერნატივა არ აქვთ. საქობოში მცხოვრები ნოე ძამიაშვილის თქმით, პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში საქობოში გზას გადაკეტავენ.
280 ჰექტარ მიწის ნაკვეთ რომ ადგილობრივები საძვრად იყენებდნენ ადასტურებს გიგა ბაკაშვილი, სიღანღის მუნიციპალიტეტის მერის წამომადგენელი საქობოში, თუმცა ბაკაშვილი ამბობს, რომ ტერიტორიას საძოვრის სტატუსი არასდროს ჰქონია და ეკონომიკის სამინისტრომ მიწა კერძო ინვესტორზე უკვე გაყიდა.
რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ მათი დაკვირვებით კახეთში მესაქონლეობას წინა წლებში უფრო მეტი ადამიანი მისდევდა, ვიდრე ახლა. მიზეზად კი საძოვრების მასობრივ გასხვისებას ასახელებენ.
აქედან გამომდინარე, მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო მესაქონლეობის განვითარებას არათუ ხელს უწობს,
არსებულსაც ანადგურებს.