პოლონეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური პარტიის „კანონი და სამართლიანობა“ ლიდერმა ანჯეი დუდამ გაიმარჯვა.
ეგზით-პოლის მონაცემებით, დუდამ ამომრჩეველთა ხმების 53% მიიღო, მოქმედმა ლიდერმა ბრონისლავ კომოროვსკიმ კი – 47%. არჩევნების მეორე ტურში, ქვეყნის მოსახლეობის 56, 1% მიიღო მონაწილეობა, პირველში კი – 48,96%.
კომოროვსკიმ უკვე აღიარა დამარცხება და ანჯეი დუდას გამარჯვება მიულოცა.
შეგახსენებთ: არჩევნების პირველ ტურში, 10 მაისს, 62 წლის კომოროვსკიმ 1%-ით ნაკლები ხმების რაოდენობა მოიპოვა, ვიდრე მისმა კონკურენტმა, 43 წლის ანჯეი დუდამ.
საარჩევნო კომისია საბოლოო შედეგებს დღის ბოლოს გამოაქვეყნებს.