მნიშვნელოვანი

,,გულში მჯიღის დარტყმით რომ ყოფილიყო პრემიერმინისტრის განცხადება, ჩვენი ორი მოქალაქის მშვიდობიანი დაბრუნების ნაკლები შანსი იქნებოდა“ – სოსო ცისკარიშვილი

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება უფრო კრიტიკული რომ ყოფილიყო, ოკუპირებულ ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეების, ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშილი გათავისუფლების ნაკლები შანსი იქნებოდა. ამის შესახებ სოსო ცისკარიშვილმა რადიო ,,თბილისის“ ეთერში, თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა.

რაც შეეხება საქართველო-რუსეთს შორის მოლაპარაკების პლატფორმებს, სოსო ცისკარიშვილის მომხრეა, შეიცვალოს ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი, რადგან მისი თქმით, ამ ფორმატში საქართველო სულ მარცხდება. ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი კი, პოლიტოლოგის თქმით, იმდენად უმნიშვნელო საკითხებს განიხილავს, რომ ის ვითარების შეცვლაზე ვერ აისახება.

მოისმინეთ სოსო ცისკარიშვილის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button