მნიშვნელოვანი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი: ,,როცა მხოლოდ 16 გამამართლებელი განაჩენია, ეს პრობლემაა“

,,როცა 1846 საქმეზე დგება გამამტყუნებელი განაჩენი და მხოლოდ 16-ზე გამამართლებელი, მხოლოდ ეს ფაქტიც ცხადყოფს, რომ ამ პრობლემაზე სასამართლომ უფრო ინტენსიურად უნდა იმსჯელოს“ – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“, EMC-ის კვლევაზე საუბრისას განაცადა.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ენდობა ორგანიზაციის კვლევაში მოყვანილ მიგნებებს იმის შესახებ, რომ სასამართლო განაჩენები საქმისადმი საზოგადოებრივი ინტერესის მიხედვით დგება და მტკიცებულებების შეფასებისას, მოსამართლეები ერთი სტანდარტით არ მოქმედებენ.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საზოგადოების შენიშვნების არ უნდა ეშინოდეთ – ,,ვისურვებდი, რომ ჩემი კოლეგებიც ასე მიუდგნენ ამ თემას, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ოპტიმისტური მოლოდინები მაქვს ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მოისმინეთ ნაზი ჯანეზაშვილის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button