მნიშვნელოვანიმსოფლიო
64 გარდაცვლილი და 40-მდე დაკარგული – რუსეთში გლოვის დღეა
რუსეთში ქალაქ კემეროვოში ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ.
28 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებულია სახელმწიფო დროშები. გადადებულია გასართობი ღონისძიებები.
ამავდროულად კემეროვოში სამძებრო ოპერაცია დასრულებულად გამოცხადდა. არაოფიციალური მონაცემებით ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 40-მდე ადამიანი.
25 მარტს კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრში მომხდარ ხანძარს 64 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის უმეტესობა ბავშვია.