Hereti FM

მალალა იუსაფზაი ექვსწლიანი დევნილობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა

387
Share Button

ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, 20 წლის მალალა იუსაფზაი სამშობლოში, პაკისტანში დაბრუნდა.

დაცვის თანხლებით, მალალასთან ერთად დიდი ბრიტანეთიდან პაკისტანში ჩავიდნენ მისი უახლოესი ნათესავები და მალალა იუსაფზაის საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები. მალალა სამშობლოში 2 აპრილამდე დარჩება და შეხვდება პაკისტანის პრემიერ-მინისტრს, შაჰინ ხაკად აბასის. პაკისტანის მთავრობის ინფორმაციით, მალალა იუსაფზაის ვიზიტისას, რომელიც უსაფრთხოების მიზნით ბოლო მომენტამდე გასაიდუმლოებული იყო, განიხილება ქვეყნის ნაკლებად განვითარებულ რაიონებში განათლების უზრუნველყოფის სკითხები.

მალალამ სახელი გაითქვა 11 წლის ასაკიდან, როცა ბიბისი-სთვის ფსევდონიმით დაიწყო ბლოგების წერა მის მშობლიურ მხარეში, პაკისტანის სვატის ოლქში „თალიბანის“ მმართველობის დამყარების შემდეგ შექმნილ სირთულეებზე და აკრიტიკებდა ექსტრემისტების მცდელობას დაემყარებინათ შარიათის კანონები. გოგონების განათლების უფლებისთვის აქტიურად მებრძოლ მალალა იუსაფზაის 2012 წელს თავს დაესხა ექსტრემისტი მოძრაობა „თალიბანიდან“ და ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლა. მალალა, რომელიც მაშინ 15 წლის იყო, პაკისტანიდან ჩაიყვანეს დიდ ბრიტანეთში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა. 2014 წელს, 17 წლის მალალა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა. მალალა იუსაფზაი გაეროს მშვიდობის ელჩიცაა.

ინფორმაციის წყარო

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი