მნიშვნელოვანი

“თუ რუსეთმა დამრტყმელი ტიპის შეიარაღება შემოიტანა აფხაზეთში, ეს ძალიან საშიში გარემოებაა” – ვახტანგ მაისაია

ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ საქართველომ, სპეცსამსახურების საუშალებით უნდა დაადგინოს, შემოიტანა თუ არა რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამრტყმელი ტიპის შეიარაღება. როგორც რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ ვახტანგ მაისაიამ აღნიშნა, თუ სიმართლეს შეესაბამება ინფორმაცია, რომ აფხაზეთში სტრატეგიული ტიპის შეიარაღებაა შემოტანილი, ეს ჩვენთვის ძალიან საშიში გარემოებაა.

,,რუსეთის მიერ ძალის დემონსტრირების სინდრომი, ძალიან ცუდად მთავრდება ხოლმე იმ ქვეყნებისთვის, რომლის წინააღმდეგაც ის მუშტებს იქნევს“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ და აღნიშნა, რუსეთის მიერ [საქართველოს საზღვართან] დივიზიების შემოყვანა, უკვე არის აგრესიული სამხედრო პოლიტიკის გამომხატველი ნიშანი.

მოისმინეთ ვახტანგ მაისაიას ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button