მსოფლიოსიახლეები

თეთრ სახლთან ექთნების აქცია გაიმართა

თეთრ სახლთან ექთნების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ადგილობრივ და ფედერალურ ხელისუფლებას „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან მებრძოლი სამედიცინო პერსონალის დამცავი საშუალებებით მომარაგებისკენ მოუწოდებდნენ.

„თუ ხელისუფლება ჩვენ არ დაგვიცავს, ჩვენ ვერ დავიცავთ პაციენტებს“, – აცხადებდნენ აქციის მონაწილე ექთნები.

აქციის მონაწილეებს ხელში იმ ექიმებისა და ექთნების ფოტოები ეჭირათ, რომლებიც პანდემიის დროს დაიღუპნენ.

აქციის ორგანიზატორი ექთნების ასოციაციაა, რომელშიც 150 000 ექთანია გაერთიანებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button