ლარის შემდგომ გაუფასურებას აღარ ელოდებიან
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ლარის შემდგომ გაუფასურებას აღარ ელოდება.
როგორც მან ორი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, გზავნილებისა და ტურისტების რაოდენობის შემცირება ლარის კურსის არსებულ ნიშნულში უკვე ასახულია.
“ჩვენ აღარ ველოდებით უფრო მეტ გაუფასურებას. რას ნიშნავს ეს? – ამაში არ ვგულისხმობთ იმას, რომ ან გზავნილებთან დაკავშირებით შეიცვალა ტრენდი, ან ექსპორტთან მიმართებაში, ან ძალიან მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს ტურიზმის კუთხით – არა. ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ გზავნილებისა და ტურისტების არსებული შემცირება უკვე ასახულია ამ კურსში”, – განაცხადა ქადაგიძემ.