NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

26-27 აგვისტოს საქართველოს  ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნი იანს სტოლტენბერგი ეწვევა.  აღსანიშნავია, რომ ნატო-ს გენ-მდივნის რანგში ეს გახლავთ იანს სტოლტენბერგის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენ-მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთნ. გენერალური მდივანი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს  გმირთა მემორიალს.

27 აგვისტოს კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია. გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულს, რომელიც ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა.

ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში განიხილება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხთა სრული სპექტრი და ამ მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები, უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა და  ვარშავის 2016 წლის ნატო-ს სამიტისთვის  მზადების პროცესი.

მსგავსი პოსტები

Back to top button