მნიშვნელოვანი

,,ვერც დავით ბეჟუაშვილს დავაფარებთ ხელს და ვერავის, ვინც შეიძლება დაკავშირებული იყოს ხელისუფლებასთან“ – გიორგი ბოტკოველი

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა მსგავსი შემთხვევის შემდეგ, ხელისუფლებამ სწორი დასკვნები ვერ გამოიტანა და პრევენციისთვის საჭირო ზომები არ მიიღო.

მისი თქმით, ხელისუფლება უმოქმედოა როგორც საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების, ისე, უკვე არსებული კანონის აღსრულების ნაწილში, რაც მათ ბიზნესინტერესებზე მიუთითებს.

,,ვერც ბეჟუაშვილს დავაფარებთ ჩვენ ხელს და ვერც ნებისმიერ ადამიანს, რომელიც შეიძლება ვინმესთან დაკავშირებული იყოს სახელისუფლებო სტრუქტურაში“, – აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, კომპანიას, რომელიც ტყიბულში სამთო-მოპოვებით სამუშაოებს აწარმოებს, დავით ბეჟუაშვილი ხელმძღვანელობს. ბიზნესმენი ,,ნაციონალური მოძრაობის“ სახე იყო და საპარლამენტო უმცირესობის ფრაქცია 2013 წელს დატოვა.

მოისმინეთ გიორგი ბოტკოველის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button