მნიშვნელოვანი

,,თუ დამნაშავის დასჯის პრეცედენტი არ შეიქმნა, შრომის უსაფთხოების კანონი არ იმუშავებს“ – დიმიტრი ცქიტიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ შრომითი უსაფთხოების დარღვევისთვის, დამნაშავე დაისაჯოს. ამის შესახებ დიმიტრი ცქიტიშვილმა რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შრომის უსაფრთხოების კანონი არ იმუშავებს.

რაც შეეხება ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევას, რომელსაც 6 ადამიანის დაღუპვა და სამი მუშის დაშავება მოჰყვა, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ, შემთხვევას ძალიან მკაფიო რეაგირება უნდა მოჰყვეს იმ მიმართულებით, რასაც გამოძიება გამოკვეთს.

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, პარლამენტმა კანონის აღსრულების მექანიზმი გააძლიეროს.

მოისმინეთ დიმიტრი ცქიტიშვილის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button