მნიშვნელოვანი

„ბანკები დღეს ყველა ბიზნესში ერევიან და ყველა სეგმენტს კლავენ“ – ლევან გოგიჩაიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, დღეს ბანკები ნეგატიურ როლს თამაშობენ ეკონომიკის განვითარებაში და სისტემა ფუნდამენტურ ცვლილებას საჭიროებს.

,,ბანკები კლასიკური სქემით არ მოქმედებენ. როდესაც ადამიანს დეპოზიტზე შეაქვს, მერე ამ დეპოზიტს ბანკი კრედიტად გასცემს და ამით ღებულობს მოგებას“, – ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი. მისი თქმით, ბანკები ქმნიან შვილობილ კომპანიებს და ყველა ბიზნესში ერევიან.

,,ყველა რეალურ სექტორში ბანკი შედის, ქმნიან შვილობილ კომპანიებს, ყველა ბიზნესში ერევიან, ყველგან მონოპოლიას ახდენენ და ყველა სეგმენტს კლავენ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა და აღნიშნა, რომ „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმის“ ფარგლებში, გადაილახება სასტარტო კაპიტალზე წვდომის საბანკო ბარიერები, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მასტიმულირებელი იქნება და მათი წილი ბაზარზე, გაიზრდება.

მოისმინეთ ლევან გოგიჩაიშვილის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button